სემი “კრისტალ პალასში” ორი უცხოელი ფეხბურთელის მოყვანას აპირებს
“კრისტალ პალასის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, სემ ალარდაისმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარასა და “არწივების” სამომავლო გეგმაზე ისაუბრა.
“ბაზარზე ფასები ძალიან მაღალია, განსაკუთრებით კი ინგლისში, სადაც ფეხბურთელებს საკმაოდ დიდი ხელფასები აქვთ.
აი როგორი არჩევნის წინაშე ვდგავართ ახლა ჩვენ: ან უნდა გავრისკოთ და უცხოელი ფეხბურთელები გადავიბიროთ, რადგანაც ჩვენთვის ისინი უფრო ხელმისაწვდომები არიან, ან ერთი აქაური ფეხბურთელი დავიმატოთ.
მე კი ვთვლი, რომ “კრისტალ პალასს” ახლა ორი ფეხბურთელი სჭირდება.” – განაცხადა “დიდმა სემმა”, რომლის გუნდიც პრემიერ ლიგის 19 ტურის შემდეგ სულ რაღაც 2 ქულით უსწრებს გასავარდნ ზონას.