კუპერი: “რონალდუ წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას არ იმსახურებდა”
ეგვიპტის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ექტორ რაულ კუპერმა განაცხადა, რომ 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელისათვის განკუთვნილ ჯილდოს რონალდუზე მეტად მესი იმსახურებდა.
შეგახსენებთ, რომ კუპერი 2008-2009 წლებში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. სხვადასხვა დროს, არგენტინელი სპეციალისტი მილანის “ინტერში”, “პარმაში”, “ვალენსიასა” და სხვა კლუბებში მუშაობდა.
“მესი ჩემი თანამემამულეა და ის მაინც უნდა ამერჩია, თუმცა ასეც რომ არ ყოფილიყო, ვფიქრობ, რომ ის ბოლო წლების საუკეთესო ფეხბურთელია. ლიონელმა კლუბში ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია, ნაკრებთან ერთად კი კოპა ამერიკის მოგებამდე ცოტა დააკლდა, მას ცოტათი არ გაუმართლა.
მართალია, რონალდუმ ტიტულები მოიგო, მაგრამ ჩემი აზრით, წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას არ იმსახურებდა. უნდა განვიხილოთ ის, თუ როგორ თამაშობდა პორტუგალიელი მთელი წლის განმავლობაში”, – ციტირებს კუპერის სიტყვებს Goal.Com.