“ვალენსიას” ქომაგებმა კლუბის ხელმძღვანელთა წინააღმდეგ საპროტესტო აქცია ჩაატარეს (ვიდეო)
“ვალენსიას” ქომაგები კლუბის ხელმძღვანელთა მუშაობით უკმაყოფილონი არიან და მათ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია ჩაატარეს. “ვალენსიას” მფლობელ პიტერ ლიმას კლუბიდან წასვლა 1500-ზე მეტმა გულშემატკივარმა მოითხოვა.
ფანები უკმაყოფილონი არიან “ვალენსიას” პრეზიდენტ ლაი ჰუნისა და სპორტული დირექტორის, ხესუს პიტარხის მუშაობითაც. ქომაგთა ძირითადი პრეტენზია გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჩეზარე პრანდელის წასვლით არის გამოწვეული. იტალიელმა სპეციალისტმა “ვალენსია” კლუბის ხელმძღვანელთა მიერ სატრანსფერო მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო დატოვა.
Adeptos do Valencia protestam contra Peter Lim. pic.twitter.com/hjK1R7ag2p
— B24 (@B24pt) 3 January 2017
‘¡Peter vete ya!’ Así recibe Mestalla al Valencia antes del partido de Copa de esta noche #VCF (Vía @pedro_morata) pic.twitter.com/AsBIwBgRsf — El Larguero (@ellarguero) 3 January 2017