ოფიციალურად: მათე ცინცაძე შეცინის “პოგონის” ფეხბურთელია!
სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ თბილისის “დინამოს” უკვე ყოფილი ფეხბურთელი, მათე ცინცაძე 2017 წლიდან პოლონური “პოგონის” ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
ქართველმა ნახევარმცველმა 3.5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი კლუბთან, რომელიც ქვეყნის ჩემპიონატში ამჟამად 26 ქულით მე-7 ადგილზეა.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის სპორტსმენი 2011-2013 წლებში თბილისის “ლოკომოტივის” ღირსებას იცავდა. შემდეგი ერთი სეზონი ქუთაისის “ტორპედოში” გამოდიოდა, ხოლო 2013-2016 წლებში კი თბილისური “დინამოს” ღირსებას იცავდა.