უეფამ ზამთრის საუკეთესო ტრანსფერების ათეული შეადგინა
უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე ზამთარში განხორციელებული საუკეთესო ტრანსფერების ათეული გამოქვეყნდა. უეფამ იანვარში წარმოებული სატრანსფერო კამპანიებიდან ყველაზე წარმატებულად 2011 წლის ზამთარში განხორციელებული ტრანსფერები მიიჩნია.
უეფას ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, ზამთარში განხორციელებული ყველაზე წარმატებული ტრანსფერების ათეული ასე გამოიყურება:
იაპ სტამი (“ვილემ II”-დან “პეესვე”-ში, 1996 წელი);
დეიან სტანკოვიჩი (“ლაციოდან” “ინტერში”, 2004 წელი);
ნემანია ვიდიჩი (მოსკოვის “სპარტაკიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში”, 2006 წელი);
კლას-იან ჰუნტელაარი (“ჰერენვენიდან” “აიაქსში”, 2006 წელი);
მარსელო (“ფლუმინენსედან” “რეალში”, 2007 წელი);
ანდრეა ბარძალი (“ვოლფსბურგიდან” “იუვენტუსში”, 2011 წელი);
ლუის სუარესი (“აიაქსიდან” “ლივერპულში”, 2011 წელი);
ივან რაკიტიჩი (“შალკედან” “სევილიაში”, 2011 წელი);
ხუანფრანი (“ოსასუნადან” “ატლეტიკოში”, 2011 წელი);
ნემანია მატიჩი (“ჩელსიდან” “ბენფიკაში”, 2011 წელი).