მარეზი წლის საუკეთესო აფრიკელ ფეხბურთელად დაასახელეს, ობამეიანგი მეორეზეა
ბრიტანული “ლესტერისა” და ალჟირის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, რიად მარეზი 2016 წლის საუკეთესო აფრიკელ ფეხბურთელად დაასახელეს.
აფრიკული ფეხბურთის კონფედერაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში მარეზმა, რომელმაც გასულ სეზონში “ლესტერს” პრემიერ ლიგის ჩემპიონობა მოაპოვებინა, 361 ქულა მიიღო.
რეიტინგში მეორე ადგილზე დორტმუნდის “ბორუსიასა” და გაბონის ეროვნული ნაკრების ფორვარდი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი გავიდა, რომელიც მარეზს 48 ქულით ჩამორჩა (313).
მესამე ადგილზე კი “ლივერპულისა” და სენეგალის ნაკრების ჰავბეკი, სადიო მანე გავიდა 186 ქულით.