რონალდო: “ვიმედოვნებ, “რეალი” სამივე ტიტულის მოგებას შეძლებს”
7 იანვარს პრიმერა დივიზიონის მე-17 ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” “გრანადა”, ანგარიშით, 5-0 დაამარცხა და წაუგებელ შეხვედრათა სერია 39-მდე გაზარდა.
მატჩის დაწყებამდე კრიშტიანუ რონალდუმ მისი მეოთხე ოქროს ბურთი წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას. დაპირისპირებას ესწრებოდნენ ლუიშ ფიგუ და რონალდო. ამ უკანასნელმა ბერნაბეუზე დადგმული სპექატკლის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე სეზონში ზიდანის ბიჭები ყველა ტიტულის მოგებას მოახერხებენ.
“ზიდანმა შესანიშნავი კოლექტივი შემოიკრიბა, რომელსაც საოცრად უძღვება. იგი გუნდს შესაფერის სტილში ათამაშებს. “ზიზუ” კარგი მოტივატორია, რაც ფეხბურთელების ასპარეზობაზე ყოველთვის აისახება.”
“ძალაინ დიდი პატივია, რომ კრიშტიანუ რონალდუს ოქროს ბურთის წარდგენაზე ვიყავი მოწვეული. იგი შესანიშნავი ფეხბურთელი და ადამიანია. რონალდუ აუცილებლად იბრძოლებს მეხუთე ოქროს ბურთისთვის,” – განაცხადა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა.