კაჭარავამ კვიპროსის ჩემპიონატში კვლავ გაიტანა (ვიდეო)
8 იანვარს კვიპროსის ჩემპიონატის მე-18 ტურის მატჩები გაიმართა.
ერთ-ერთ მათგანში ერთმანეთს აჩნას “ეთნიკოსი” და “ერმისი” დაუპირისპირდნენ. პირველ გუნდში ქართველი ფეხბურთელები, გიორგი ილურიძე და ნიკა კაჭარავა გამოდიან. ხოლო, “ერმისის” ღირსებას ირაკლი მაისურაძე იცავს.
მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით, ანგარიშით, 3:1 დასრუდლა. კაჭარავამ და მაისურაძემ სასტარტოდან დაიწყეს. პირველმა მათგანმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ირაკლი 62-ე წუთზე გავიდა მოედნიდან. რაც შეეხება ილურიძეს, იგი 69-ე წუთზე შემოვიდა შეცვლაზე.
ეს მატჩი წარმატებული გამოდგა ნიკა კაჭარავასთვის. მან 70-ე წუთზე საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო 5 წუთში გოლიც გაიტანა.
“ეთნიკოსს” ამჟამად 21 ქულა აქვს და მე-8 ადგილზე იმყოფება, ხოლო მაისურაძის კლუბი კი 25 ქულით მეექვსე პოზიციას იკავებს.