მირცხულავა: “შემოთავაზებულ წინადადებებს შორის, “ჩიხურა” ყველაზე კარგი ვარიანტი იყო”
საჩხერის “ჩიხურამ” მიმდინარე სტარანსფერო ფანჯარაზე ქობულეთის “შუქურადან” მცველი, ბაქარ მირცხულავა დაიმატა.
Fanebi.Com-ი დაუკავშირდა 24 წლის მოთამაშეს და მას ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა.
“სეზონის დასრულების შემდეგ რამოდენიმე გუნდის ვარიანტს განვიხილავდი, თუმცა, საბოლოოდ, მაინც “ჩიხურა” ავირჩიე. ესაა გუნდი მშვენიერი ფეხბურთელებითა და მწვრთნელით. მათ დიდი მიზნები გააჩნიათ. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ “ჩიხურა” მომავალ ზაფხულს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს. ერთი სიტყვით, ეს ყველაზე კარგი ვარიანტი იყო.”
“გუდნი რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა. თუმცა, ახალი მოთამაშეებიც მოდიან. “ჩიხურაში” მუდამ არის იმის რესურსი, რომ კლუბმა მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს. დარწმუნებული ვარ, არც ეს წელი იქნება გამონაკლისი.”
მირცხულავას ვკითხეთ, თუ რამდენად გაეზრდება “ჩიხურაში” გადასვლით ნაკრებში გამოძახების შანსები.
“თუ მექნება სათამაშო დრო, რომლის მანძილზეც მაქსიმალურად დავიხარჯები და მწვრთნელის მოლოდინს გავამართლებ, ნამდვილად გაჩნდება იმის შანსი, რომ ეროვნული ნაკრების მაისური მოვირგო. ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული,” – განაცხადა მირცხულავამ.