კარლოსი: “ბარსელონას” ფეხბურთელები ციურიხში უნდა ჩამოსულიყვნენ”
მადრიდის “რეალის” ყოფილმა მარცხენა მცველმა, რობერტო კარლოსმა განაცხადა, რომ “ბარსელონას” ფეხბურთელები ფიფას დაჯილდოების ცერემონიალზე აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ.
კატალონიურმა კლუბმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ გუნდის ფეხბურთელები და მწვრთნელი ციურიხში არ გაემგზავრებოდნენ. ამის მიზეზად ბილბაოს “ატლეტიკთან” მატჩისათვის მზადება დასახელდა.
“ვწუხვარ და იმედგაცრუებული ვარ იმ ფაქტით, რომ დღეს ლეო და მისი თანაგუნდელები ციურიხში არ ჩამოვიდნენ. “ბარსელონას” ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს და ჩვენ ყველა მათგანს დიდი სიამოვნებით ვიხილავდით. ცხადია, მესი ნახვა ყველას გვინდოდა, ეს ფიფას დაჯილდოებაა. ფიფა ფეხბურთში ყველაზე დიდი ავტორიტეტია, ამიტომ ყველა აქ უნდა იყოს.
კრიშტიანომ ამ დაჯილდოების მნიშვნელობა გააცნობიერა და ჩემი აზრით, ამას მესიც უნდა მიხვდეს. ამ კვირაში “რეალსაც” აქვს მატჩი ჩასატარებელი, მაგრამ როგორც ხედავთ, ფეხბურთელები აქ არიან”, – ციტირებს კარლოსის სიტყვებს ESPN.