დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (12 იანვარი)
“ჩელსიმ” ტერის 30 მილიონიანი შემცვლელი იპოვა
ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელებმა “მიდლსბროს” მცველს, ბენ გიბსონს დაუმიზნეს, რომელსაც “არისტოკრატები” ჯონ ტერის შემცვლელად მოისაზრებენ. “მიდლსბრო” ახალგაზრდა ფეხბურთელს 30 მილიონ ფუნტად აფასებს. (Daily Mirror)
“ვალენსია” ძაძას მიუახლოვდა
“ვესტ ჰემის” მიერ დაწუნებული ფორვარდის, სიმონე ძაძას გადაბირების სურვილი ესპანურმა “ვალენსიამ” გამოთქვა, რომელიც ბოლო დროს საშინელ ფორმაში იმყოფება. Sky Sports-ის ცნობით, ესპანელები იტალიელი ფორვარდის არენდის წესით აყვანას აპირებენ (Sky Sports)
ოფიციალურად: ფელაინიმ “მანჩესტერ იუნაიტედთან” გაახანგრძლივა
“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელებმა გუნდის ბელგიელ ნახევარმცველს, მარუან ფელაინის კონტრაქტი 2018 წლამდე გაუხანგრძლივეს. შეგახსენებთ, რომ ფელაინი “ოლდ ტრაფორდზე” 2013 წელს გამოჩნდა, როდესაც “წითელი ეშმაკები” “ევერტონის” ყოფილმა თავკაცმა, დევიდ მოიესმა ჩაიბარა.
“ბარსელონა” ლალანას გადაბირებას აპირებს
მერსესაიდული “ლივერპულის” ჰავბეკი, ადამ ლალანა ევროპული გრანდების ინტერესთა სფეროებში მოექცა. ინგლისელი ნახევარმცველის გადაბირებით “იუვენტუსისა” და “პარის სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელებთან ერთად, კატალონიელი “ბარსელონას” უფროსებიც არიან დაინტერესებულნი. (Goal)
“ლიონი” მემფისისა და იანუზაის გადაბირებას გეგმავს
ფრანგული “ლიონის” ხელმძღვანელები საკუთარი გუნდის გაძლიერებას “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელების, ადნან იანუზაისა და მემფის დეპაის გადაბირებით აპირებენ. ბრიტანული პრესის ცნობით, ფრანგული კლუბი “მანჩესტერ იუნაიტედს” ოფიციალურ შეთავაზებას უახლოეს მომავალში გაუკეთებს. (Daily Mail)
დიბალასთვის “მანჩესტერ იუნაიტედიც” იბრძოლებს
“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები მზად არიან “იუვენტუსის” არგენტინელი ლიდერის, პაულო დიბალას გადაბირებისთვის იბრძოლონ, რისთვისაც “ბებერ ქალბატონს” “მანჩესტერ სიტის”, “რეალისა” და “ბარსელონას” კალიბრის გუნდები შეეცილებიან. (The Sun)