იბრაჰიმოვიჩი: “მხითარიანს მე ვასწავლე, თუ როგორ უნდა გაეტანა ქუსლით ნახტომში გოლი”
ზლატან იბრაჰიმოვიჩი პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მისმა თანაგუნდელმა, ჰერკიხ მხითარიანმა კი “სანდერლნედის” წინააღმდეგ დეკემბრის საუკეთესო გოლი გაიტანა.
შვედმა თავდამსხმელმა ჯილდოს მიღების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა და გაანაცხადა, რომ სომეხ თანაგუნდელს მან ასწავლა, როგორ უნდა გაეტანა ქუსლით ნახტომში გოლი.
“ვფიქრობ, ჰერნიხმა გაიტანა გოლი, რომელსაც სიტყვებით ვერ აღწერ და მასზე ვერც იოცნებებ.”
“მიხარია, რომ ესაა გოლი, რომელიც ხალხს მარად ემახსოვრება. ასევე, ბედნიერი ვარ, რომ იმ მომენტში მეც მივიღე მონაწილეობა. მხითარიანმა ამ გოლით ძალიან ბევრი გულშემატკივარი გააოცა. ფანები ხშირად ვერ უყურებენ ასეთ მომენტებს.”
“მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე კვირა ვავარჯიშებდი მხითარიანს ასეთი გოლის გატანაზე. მას ზუსტად ისეთი პასი გავუკეთე, როგორიც სჭირდებოდა ქუსლით ნახტომში დასარტყმელად,” – განაცხადა “იბრამ”.