კლოპი: “მხითარიანი მსოფლიო დონის ფეხბურთელია”
ინგლისის პრემიერლიგის 21-ე ტურის ცენტრალური მატჩი “ოლდ ტრაფორდზე” გაიმართება, სადაც “მანჩესტერ იუნაიტედი” “ლივერპულს” მიიღებს. ამ პრინციპული მატჩის წინ მერსისაიდული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მეტოქეთა ბანაკიდან ჰენრიხ მხითარიანი გამოარჩია, რომელსაც დორტმუნდის “ბორუსიაში” თავკაცობდა.
“მხითარიანი ტექნიკურიც არის და სწრაფიც, რაც იშვიათი მოვლენა გახლავთ. ჰენრიხი შესანიშნავად ასრულებს შეტევებს და ერთგულად ეკიდება საკუთარ სამუშაოს. იგი მსოფლიო დონის მოთამაშეა. “მანჩესტერ იუნაიტედი” მხითარიანთან ერთად სულ სხვა გუნდია”, – ციტირებს კლოპის სიტყვებს ESPN.
მატჩი “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ლივერპულს” შორის კვირას, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.