ოფიციალურად: ჯაბა ჯიღაური სკოპიეს “ვარდარის” ფეხბურთელია
კიდევ ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა დატოვა უმაღლესი ლიგა და უცხოეთში გაემგზავრა სათამაშოდ.
სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ თბილისის “დინამოს” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი, ჯაბა ჯიღაური სკოპიეს “ვარდარში” ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაციას მაკედონიური კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის ფეხბურთელმა კარიერა 2010 წელს თბილისის “დინამოში” დაიწყო. 2013 წელს იგი დედალაქაურმა კლუბმა საჩხერის “ჩიხურაში” გაანათხოვრა, სადაც წელიწად-ნახევარი გაატარა. საგულისხმოა, რომ ჯიღაური იყო იმ “ჩიხურას” ერთ-ერთი ლიდერი, რომელმაც თურქული “ბურსასფორი” გამოთიშა ევროპის ლიგის შესარჩევ ეტაპს და ცოტა დააკლდა ნახსენებ ტურნირზე მოხვედრამდე.
ჯაბა 2016 წლიდან საქრათველოს ეროვნული ნაკრების წევრიცაა. მას ორი შეხვედრა აქვს ჩატარებული.