ჟოზე მოურინიო: “ჩვენ ვუტევდით, “ლივერპული” თავს იცავდა”
15 იანვარს პრემიერ ლიგის 21-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. ერთ-ერთ მატჩში, “ოლდ ტრაფორდზე, “მანჩესტერ იუნაიტედი” “ლივერპულს” დაუპირისპირდა. გუნდებმა გოლები გაცვალეს და, საბოლოოდ, შეხვედრა, ანგარიშით, 1-1 დასრულდა.
დაპირისპრიების შედმეგ “წითელი ეშმაკების” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ნამდვილად სანახაობრივი შეხვედრა იყო, თუმცა გუნდების თამაშის ხარისხი არ მომეწონა. როგორც ჩვენ, ასევე კლოპის შეგირდებს გაცილებით მაღალ დონეზე შეგვიძლია ასპარეზობა.”
“მხიარული თამაში გამოვიდა. ჩვენ ბევრს ვუტევდით, “ლივერპული” კი, ძირითადად, თავის დაცვით იყო დაკავებული. მათ საკუთარ საჯარიმოში შესანიშნავად შეუძლიათ ასპარეზობა.”
“გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ უფრო აქტიურები ვიყავით, ვფიქრობ, უფრო მეტს ვიმსახურებდით. თუმცა, ქულაც, ამ შემთხვევაში, არაა ცუდი,” – განაცხადა “განსაკუთრებულმა.”