საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მზადება დაიწყო
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2018-ის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ავთანდილ ასათიანის გუნდი ა ჯგუფში იასპარეზებს. ჩვენი ნაკრები მომდევნო ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად შვეიცარიის, ისრაელისა და შოტლანდიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.
საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:
ზვიად კუპატაძე („ტტგ-იუგრა“, რუსეთი), ჯაბა ჯამბურია (მფკ „ტატიშვილი“), დავით ბობოხიძე („თელასი“), შოთა თოფურია („თელასი“), კახა მაისაია („თელასი“), არჩილ სებისკვერაძე (მფკ „თელასი“), ლევან კობაიძე (მფკ „ტატიშვილი“), შოთა ჭანუყვაძე (მფკ „ტატიშვილი“), ზურაბ ლუკავა (მფკ „ტატიშვილი“), მურთაზ კაკაბაძე (მფკ „ტატიშვილი“), ირაკლი თოდუა („ბჩ“, გომელი, ბელარუსი),გიორგი ნიშნიანიძე („სპარტაკი“,მოსკოვი, რუსეთი), გიორგი ტიკურიშვილი („ვიტენი“, ბელარუსი), რონინიო და სილვა („აელ“, კვიპროსი), ნიკოლოზ კურტანიძე (მფკ „თსუ“).
ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი: მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი, მთავარი მწვრთნელის ასისტენტები: არჩილ ბოკერია, ბესიკ არველაძე, ადმინისტრატორი – ამირან ცხომარია
24 იანვარი
17:30 შვეიცარია-შოტლანდია
20:00 საქართველო-ისრაელი
25 იანვარი
17:30 ისრაელი-შვეიცარია
20:00 საქართველო-შოტლანდია
27 იანვარი
17:30 შოტლანდია-ისრაელი
20:00 შვეიცარია-საქართველო
მატჩები უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.