ჟირუ: “იმედი მაქვს, ვენგერი გუნდთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს”
არსენ ვენგერი უკვე 21-ე წელია, რაც ლონდონის “არსენალის” მწვრთნელია. ფრანგს “მეთოფეებთან” კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულზე ეწურება. ჯერჯერობით, უცნობია, დარჩება თუ არა მომავალში ვენგერი კლუბში.
გუნდის თავდამსხმელი, ოლივიე ჟირუ იმედ გამოთქვამს, რომ თანამემამულე სპეციალისტი კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
“დასაფასებელია, ის, რაც ვენგერს “არსენალისთვის” აქვს გაკეთებული.”
“ის, რომ მე დღეს აქ ვთამაშობ, სწორედ ფრანგის დამსახურებაა. არსენი ის მწვრნელია, რომელმაც აქ მომიყვანა და წლებია, ნდობას მიცხადებას.”
“გუნდში ყველას იმედი აქვს, რომ ვენგერი კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. გვსურს, რომ გუნდმა ამ კოლექტივით გააგრძელოს წარმატებისკენ სვლა.”
“თუ არსენი გაახანგრძლივებს, ეს შესანიშნავი ნიუსი იქნება. მის ხელში განვითარების საშუალება მეძლევა. იმედი მაქვს, იგი იქნება ის მწვრნელი, რომელთან ერთადაც ჩემპიონთა ლიგას მოვიგებ,” – განაცხადა ოლივიე ჟირუმ.