დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (17 იანვარი)
“სიტი” მზადაა, მესის ტრანსფერში 100 მილიონი გადაიხადოს
“მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელებმა კატალონიურ “ბარსელონას” სერიოზული წინადადებით მიმართეს – “ქალაქელები” მზად არიან ლეო მესიში სარეკორდო რაოდენობის თანხა, 100 მილიონი ფუნტი გადაიხადონ. (The Sun)
დიეგო კოშტა “ბარსელონასაც” მოუნდა
პრესაში გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” ხელმძღვანელები დიეგო კოშტას გადაბირებას აპირებენ. როგორც ცნობილი ხდება, “ლურჯ-ბროწეულისფრები” უკვე დაუკავშირდნენ ფეხბურთელის აგენტს. შეგახსენებთ, რომ ესპანელი ფორვარდის დაბრუნების სურვილს ამავდროულად მადრიდული “ატლეტიკოც” გამოთქვამს. (The Independent)
პეპი მეკარის დამატებას აპირებს
პეპ გვარდიოლა კლაუდიო ბრავოს აღარ ენდობა. ბრიტანული პრესის ცნობით, ესპანელი სპეციალისტი გუნდში კიდევ ერთი მეკარის მოყვანას აპირებს. რაც შეეხება ვილი კაბალიეროს, ის “ეტიჰადს” კონტრაქტის ამოწურვისთანავე დატოვებს. (The Gurdian)
“არსენალმა” “მილანის” ფორვარდს დაადგა თვალი
ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელები უკვე ადგენენ გეგმას, რომლის მიხედვითაც უნდა იმოქმედონ იმ შემთხვევაში, თუ სანჩესი “ემირეიტს” დატოვებს. როგორც ცნობილი ხდება, ვენგერი ჩილელის სანაცვლოდ გუნდში “მილანის” შემტევის, მ’ბაიე ნიანგის მოყვანას აპირებს. (Mundo Deportivo)
იანგმა ჩინელებისგან სარფიანი შემოთავაზება მიიღო
“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა, რომელმაც ბოლო დროს “კრისტალ პალასის”, “ვესტ ბრომის”, “ბარნლისა” და “უოტფორდის” ხელმძღვანელთა ყურადღება მიიქცია, ჩინური კლუბისაგან საკმაოდ ნოყიერი წინადადება მიიღო. ინგლისური პრესის ცნობით, ჩინური სუპერ ლიგის კლუბი, “სანდუნ ლუნენი” მზადაა, მას წელიწადში 10 მილიონი ფუნტი გადაუხადოს ხელფასის სახით, თუ ის აღმოსავლეთში გადაბარგებას დათანხმდება. (The Sun)