17-წლამდელებმა მინსკის ტურნირზე მეორე მატჩიც დათმეს
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირზე მეორე მატჩი ჩაატარა და კვლავაც დამარცხდა. გიორგი ნემსაძის გუნდმა ლიტვის 17-წლამდელთა ნაკრებთან შეხვედრა ანგარიშით 1:4 დათმო.
ქართველმა ფეხბურთელებმა გოლი მატჩის დებიუტშივცე გაუშვეს, თუმცა კაპანაძემ პირველივე ტაიმში მოახერხა წონასწორობის აღდგენა. შესვენების შემდეგ ლიტველებმა კიდევ სამი გოლი გაიტანეს.
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ითმაშა:
ბახტაძე, მელიქიშვილი (41′ ხარაიშვილი), წაქაძე, გელაშვილი, კაპანაძე (75′ ბაქრაძე), ჩოთალიშვილი (49′ აშორდია), მექვაბიშვილი (49′ ლორთქიფანიძე), დავითაშვილი (41′ კუთათელაძე), ტუდები (21′ ჩარკვიანი), კვარაცხელია (68′ აზაროვი), გულლიაშვილი
სათადარიგონი: თვალოძე, იანგველაძე
ტურნირის მესამე მატჩს ქართველი 17-წლამდელები, რომელთაც ევროშესარჩევი ციკლი შემოდგომაზე ელით, 19 იანვარს უკრაინასთან გამართავენ.