ჩინელები ბენზემასაც მიადგნენ
ჩინელები მიმდინარე სატრსანფერო ფანჯარაზე ევროპული ფეხბურთის ძარცვას განაგრძობენ. ოსკარის, ვილიანის და სხვა ვარსკვლავების წაყვანის შედმეგ, აზიელები მადრიდის “რეალის” თავდამსხმელს, კარიმ ბენზემას მისდგნენ.
“ბლანკოსის” შემტევით “ტიანძინ ქუანძიანი” ინტერესდება. აღნიშნული გუნდის მწვრთნელი ფაბიო კანავაროა. Maraca-ს ცნობით, სწორედ იტალიელი დაუკავშირდა ფრანგ ფეხბურთელს და მას საოცნებო პირობები შესთავაზა. კარიმის პასუხი მოკლედ და კონკრეტული იყო: “შემოთავაზება? არა, გმადლობთ.”
როგორც ჩანს, “ტიანძინის” მესვეურებმა ფრანგი ვერ მოთაფლეს.
აქვე გეტყვით, რომ ბენზემამ კლუბთან კონტრაქტი 2014 წელს 2019 წლამდე გაახანგრძლივა.