როგორი იქნება “რეალის”, “ბაიერნის”, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “იუვეს” ფორმები მომავალ სეზონში (ფოტო)
Footyheadlines-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, “იუვეს”, “მანჩესტერ იუნაიტედის”, “რეალისა” და “ბაიერნის” ბანაკებში უკვე დამზადებულია მომავალი სეზონის მესამე ფორმების დიზაინი.
Leaked: Jersey ke-3 Juventus musim 2017/18 dengan logo baru. pic.twitter.com/2FUvTmZy3V
— La J-Stelle ⭐⭐⭐ (@lajuvestelle) January 19, 2017
წყაროს ცნობით, 2017/18 წლების სეზონის “იუვეს” მესამე ფორმა 1950-იანი წლებისას დაემსგავსება, რომლის ძირითად ფერებსაც სამხედრო ფერები, მწვანე და შავი წარმოადგენს.
“მანჩესტერ იუნაიტედის” მესამე ფორმაზე კი დენის ლოუს, ბობი ჩარლტონისა და ჯორჯ ბესტის ქანდაკებები იქნება გამოსახული, რომლის ფონსაც დიდებული “ოლდ ტრაფორდი” დაამშვენებს.
ასევე ცნობილი გახდა, თუ როგორი ვიზუალი ექნებათ “რეალისა” და “ბაიერნის” მესამე ფორმებს – “ლოს ბლანკოსის” ფორმაში ცისფერი ფერი ფიგურირებს, რომლებზეც მუქი პიქსელებია დატანილი. “რეკორდმაისტერის” თეთრ ფორმაზე კი წითელი ზოლები იქნება ამოყვანილი.