კუმანი: “დეულოფეუს კლუბის დატოვების უფლება აქვს”
მერსესაიდული “ევერტონის” მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი აღიარებს, რომ ჯერარდ დეულოფეუს სურვილის შემთხვევაში, კლუბის დატოვების უფლება გააჩნია.
შეგახსენებთ, რომ ესპანელი ფეხბურთელის გადაბირებით, რომელსაც ბოლო დროს “გუდისონ პარკზე” არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკა აქვს, იტალიური “მილანია” დაინტერესებული.
“ჯერარდს უკვე ვესაუბრე, მისი სიტუაცია საკმაოდ რთულია. თუ ის კლუბიდან წასვლასა და საკმარისი სათამაშო დროის მიღებაზე გააკეთებს აქცენტს, მას ამის უფლებას მივცემთ.”
კუმანმა იაგიელკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასასვლელი კარი მისთვისაც ღიაა: “ამ შემთხვევაში ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ შეთავაზებებს მივიღებთ.”