ადებაიორი: “არსენალი” ამ ფეხბურთელების გარეშე არაფერია”
ლონდონის “არსენალის” ლიდერებს, მესუთ ოზილსა და ალექსის სანჩესს კლუბთან კონტრაქტები 2018 წლის ზაფხულზე ეწურებათ. გერმანელი და ჩილელი ახალი ხელშეკრულებების დადებას არ ჩქარობენ.
ლონდონური კლუბის ყოფილმა (2005-2009) თავდამსხმელმა, ემანუელ ადებაიორმა ჟურნალისტებთან ნახსენები ორი მოთამაშის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“არსენალს” შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს, თუმცა, თუ სანჩესი ტრავმას მიიღებს, არ ვიცი, რომელი სპორტსმენით შეძლებენ მის შეცვლას.”
“როცა “ჩელსიში” აზარმა ტრავმა მიიღო, იგი ვილიანმა ჩაანაცვლა. როცა ვილიანსაც დაზიანება ჰქონდა, მოზესი დადგა მის ადგილზე. “არსენალის” მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ ისინი მთლიანად სანჩესსა და ოზილზე არიან დამოკიდებულნი,” – აცხადებს ტოგოელი.