ჯერარდი “ლივერპულში” დაბრუნდა
მოხდა ის, რასაც “ლივერპულის” ფანები ასე ელოდნენ – სტივენ ჯერარდი “ლივერპულს” დაუბრუნდა. როგორც ცნობილი ხდება, ის დროებით აკადემიაში იმუშავებს.
ბრიტანული პრესის ცნობით, მერსესაიდელთა ლეგენდას გუნდში საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი დაეკისრება, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელთა პროფესიულ წინსვლაზე ზრუნვას გულისხმობს. სტივი ჯი მუშაობას თებერვლიდან იწყებს.
“თითქოს, წრეებზე დავდივარ. დავუბრუნდი ადგილს, სადაც ყველაფერი ნულიდან დავიწყე. ეს გადაწყვეტილება ბევრი ფიქრის შედეგად მივიღე – მინდა მაქსიმუმი გავაკეთო “ლივერპულისთვის”.
ეს ჩემთვის მშვენიერი შესაძლებლობაა, საკუთარი თავი ახალი კუთხით წარმოვაჩინო და როგორც მწვრთნელი, განვვითარდე.” – განაცხადა მან.