ლუკას ვასკესი: “წარუმატებელი შეხვედრების შემდეგ, ამ გამარჯვებამ თავდაჯერებულობა შეგვმატა”
21 იანვარს პრიმერა დივიზიონის მე-19 ტურის მატჩები გაიართა. ერთ-ერთ შეხვედრაში მადრიდის “რეალი” “მალაგას” საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდა და მეტოქე, ანგარიშით, 2-1 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ “ბლანკოსის” შემტევმა, ლუკას ვასკესმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“მნიშვნელოვანია, რომ ლიდერობას ვინარჩუნებთ. თუმცა, ეს არაფერს ნიშნავს. მთავარია, სტაბილურად ვიაროთ წინ.”
“ორი შეხვედრა წავაგეთ. დღეს კი, წარუმატებელი მატჩების შემდეგ, ამ გამარჯვებამ თავდაჯერებულობა შეგვმატა. ოთხშაბათს, ესპანეთის სამეფო “სელტასთან” უმნიშვნელოვანესი თამაში გვაქვს. ვფიქრობ, ეს შედეგი, იქ წარმატების მისაღწევად, ფსიქოლოგიურად დადებითად იმოქმედებს.”
“უბედნიერესი ვარ, როცა ასეთი დონის ფეხბურთელების გვერდით მიწევს ასპარეზობა. მიხარია, რომ რამდენიმე პოზიციაზე შემიძლია თამაში და გუნდის წარმატებაში ასე შემაქვს წვლილი, ” – აცხადებს ვასკესი.