საქართველოს ეროვნული ნაკრები დუბაიშია
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დუბაიშია და წლის სადებიუტო ამხანაგური მატჩისთვის მზადებას იწყებს. ვლადიმირ ვაისის გუნდი თბილისიდან დუბაიში პირდაპირი რეისით 21 იანვარს საღამოს ჩავიდა და სასტუმრო Mövenpick-ში განთავსდა. ეროვნული ნაკრები პირველ ვარჯიშს 22 იანვარს, 19 საათზე ჩაატარებს. საწვრთნელი პროცესი საფეხბურთო კლუბ “ალ ნასრ დუბაის” სტადიონზე გაიმართება. დუბაიში საქართველოს ნაკრები 22 ფეხბურთელთან ერთად იმყოფება. საერთაშორისო ამხანაგური მატჩი საქართველოსა და უზბეკეთის ეროვნულ გუნდებს შორის 23 იანვარს, 17 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: როინ კვასხვაძე („ტორპედო“, ქუთაისი), ომარ მიგინეიშვილი („სამტრედია“, სამტრედია), ოთო გოშაძე („საბურთალო“, თბილისი)
მცველები: თორნიკე გრიგალაშვილი („ჩიხურა“, საჩხერე) დავით ხოჭოლავა („ჩერნომორეცი“, ოდესა, უკრაინა), გიორგი რეხვიაშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი), ლაშა შერგელაშვილი („რიგასი“,ლატვია), უჩა ლობჟანიძე („ატირაუ“, ყაზახეთი), გიორგი ქიმაძე („ტორპედო“, ქუთაისი), ჯიმი ტაბიძე („გენტი“, ბელგია)
ნახევარმცველები: თეიმურაზ შონია („დინამო“, ბათუმი), გიორგი განუგრავა („ჩიხურა“, საჩხერე), ოლეგ მამასახლისი („ტორპედო“, ქუთაისი), ოთარ კიტეიშვილი („დინამო“ თბილისი), ბაჩანა არაბული („დინამო“, თბილისი), გიორგი ხარაიშვილი („საბურთალო“,თბილისი), ბექა ტუღუში („ტორპედო“, ქუთაისი), საბა ლობჟანიძე („დინამო“, თბილისი), გიორგი პაპუნაშვილი („დინამო“, თბილისი) ლაშა პარუნაშვილი („დინამო“,თბილისი)
თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი („ატირაუ“, ყაზახეთი), ბუდუ ზივზივაძე („სამტრედია“, სამტრედია).
სფფ-ის პრესსამსახური