თორნიკე ოქრიაშვილი: “შეკრების პირველი კვირა ძალიან რთული იყო”
რუსული “კრასნოდარის” ქართველმა ნახევარმცველმა, თორნიკე ოქრიაშვილმა Матч ТВ-ის ეთერში ზამთრის შეკრებაზე ისაუბრა, რომელსაც რუსული კლუბი არაბთა გაერთიანებული საამიროების ტერიტორიაზე გადის.
“ეს პირველი შემთხვევაა ჩემს კარიერაში, როდესაც შეკრებაზე ჩემს ოჯახთან ერთად ვარ,” – აღნიშნა აბუ დაბიში მყოფმა თორნიკე ოქრიაშვილმა.
“შეკრების პირველი კვირა განსაკუთრებულად რთული გამოდგა, დილით ორჯერ ვვარჯიშობდით, რაც საკმაოდ რთულია.
ვარჯიშის შემდეგ კი, ჩემს ნომერში შევდივარ, სადაც ჩემი მეუღლე და ვაჟი მელოდება. ეს ნამდვილად მამხნევებს და დამატებით ძალებსაც მაძლევს,” – დაამატა მან.