Mundo Deportivo: ლა ლიგის პირველ წრეში მსაჯებმა “რეალს” 8 ქულა აჩუქეს
კატალონიური გამოცემა, Mundo Deportivo საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის, რომლის თანახმადაც, ლა ლიგის პირველ წრეში მსაჯების მიერ დაშვებულმა შეცდომებმა მადრიდულ გრანდს 8 “უსამართლო ქულა” მოუტანა, “ბარსელონას” კი 4 ქულა დააკლო.
კატალონიელებს მაგალითად “რეალსა” და “სელტას” შორის გამართული დაპირისპირება (2:1) მოჰყავთ: ამ მატჩში მსაჯებმა ალვარო მორატას გოლის მომენტში “სუფთა” თამაშგარე მდგომარეობა არ დააფიქსირეს. ანალოგიური ფაქტი დაფიქსირდა რამოსის გოლის მომენტშიც, “მალაგასთან” მატჩში. ბარსელონური გაზეთების რედაქტორები იგივე სახის ხარვეზებს ხედავენ “ესპანიოლთან” (2:0) და “დეპორტივოსთან” (3:2) გამართულ მატჩებშიც .
რაც შეეხება “ბარსელონას”, როგორც ცნობილი ხდება, ესპანელმა მსაჯებმა “ბარსას” მონაწილეობით გამართულ 8 მატჩში დაუშვეს მნიშვნელოვანი შეცდომები, რომელთაგან სამში “ბლაუგრანამ” ქულები დაკარგა: საუბარია “სელტასთან” (3:4), “მალაგასთან” (0:0) და “ვილიარეალთან” (1:1) გამართულ მატჩებზე . ერთ შემთხვევაში კი, მსაჯებმა “ბარსელონას” სასარგებლოდ დაუშვეს შეცდომა (“რეალ სოსიედადი” 1:1 “ბარსელონა”).
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის 19 ტურის შემდეგ, “რეალი” “ბარსას” 2 ქულით უსწებს, თუმცა “რეალს” ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.