რანიერი: “დატოვებს თუ არა სლიმანი “ლესტერს”?”
ბოლო დროს “ლესტერ სიტის” თავდამსხმელს, ისლამ სლიმანის აქტიურად უკავშირებენ ჩინურ “ტიანძინ ქუანძიანს”, რომელსაც ფაბიო კანავარო წვრთნის. ვრცელდებოდა ხმები, რომ ალჟირელში აზიელები 38.5 მილიონ ფუნტს იხდიდნენ.
ფეხბურთელზე, რომელიც გასულ ზაფხულს მივიდა ინგლისურ კლუბში, “მელიების” მთავარ მწვრთნელს, კლაუდიო რანიერის კითხვა დაუსვეს.
“დაგვტოვებს თუ არა ის? არცერთ შემთხვევაში. გთხოვთ, არ აყვეთ სპეკულაციებს. სლიმანი “ლესტერის” ფეხბურთელია და ის, მინიმუმ, მომავალ ზაფხულამდე ჩვენი გუნდის ღირსებას დაიცავს,” – აცხადებს რანიერი.