“ლაიფციგის” დირექტორი: “ბავარიელებმა” ანჩელოტის შემცვლელი უკვე იპოვეს”
გერმანული “ლაიფციგის” სპორტული დირექტორი, რალფ რანგნიკი აცხადებს, რომ მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელებმა თვალი “ჰოფენჰაიმის” მთავარ მწვრთნელს, იულიან ნაგელსმანს დაადგეს.
როგორც იცით, ნაგელსმანი ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელის სტატუსს ატარებს. ახალგაზრდა მწვრთნელმა მოკლე პერიოდში “ჰოფენჰაიმის” სამშვიდობო ზონაში გაყვანა შეძლო და ამ დროისთვის მესამე ადგილზე იმყოფება.
“ის ახალგაზრდა და ამავდროულად თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია. მას გუნდის მართვისა და მოტივირების ბრწყინვალე შესაძლებლობაც აქვს, რასაც მისი ქარიზმაც ემატება ბონუსის სახით.
“ბაიერნში” იულიანი უკვე განიხილება, როგორც ანჩელოტის პოტენციური შემცვლელი,” – განაცხადა რალფმა “ჰოფენჰაიმის” თავკაცზე საუბრისას, რომლის გუნდიც ერთადერთია მიმდინარე სეზონში (ტოპ-5 ჩემპიონატის მასშტაბით), რომელსაც ჯერ არ წაუგია.