კარიკატურა: ვენგერი ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს (ფოტო)
მოგეხსენებათ, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ფრანგმა მეოთხე არბიტრს უბიძგა და შეურაცხყოფა მიაყენა. დისკვალიფიკაციის გარდა ფრანგ მწვრთნელს ჯარიმის სახით 25 ათასი ფუნტ სტერლინგის გადახდაც მოუწევს.
ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა, პოლ მერსონმა განაცხადა, მოურინიოს რომ ასეთ ქცევებზე სჯიდნენ, მას საერთოდ მოუწევდა სამწვრთნელო კარიერისთვის თავის დანებება.
ომარ მომანიმ ეს ყოველივე ასე წარმოგვიდგინა