უეინ რუნი: “მოურინიო “მანჩესტერს” იდეალურად მოერგო”
სერ ალექს ფერგიუსონმა, 27-წლიანი მწვრთნელობის შემდეგ, “მანჩესტერ იუნაიტედი” 2013 წელს დატოვა. “წითელი ეშმაკების” ბოსებმა გუნდი რამდენიმე სპეციალისტს ჩააბრაეს, თუმცა ვერცერთმა მათგანმა ვერ ივარგა.
2016 წლის ზაფხულზე “მანჩესტერელთა” სათავეში ჟოზე მოურინიო მოვიდა. მიუხედავად წარუმატებელი სერიისა, დაახლოებით, ბოლო 20 შეხვედრაში ინგლისელები შესანიშნავად გამოიყურებიან. უეინ რუნის აზრით ამაში უდიდესი წვლილი სწორედ პორტუგალიელს მიუძღვის.
“მანჩესტერის” წარუმატებლობა და მსგავსი ფაქტები, ფეხბურთის ნაწილია.”
“ვფიქრობ, “მანჩესტერის” ხელმძღვანელობა ბოლო 3-4 წლის მანძილზე ეძებდა სწორ ვარიანტს. ჩემი აზრით, მათი ბოლო არჩევანი საუეკეთესოა. მოურინიოს ძალიან ბევრი კარგის გაკეთება შეუძლია კლუბისთვის.
“უბრალოდ, უნდა შეხედოთ, როგორი დიდი მონდომებით უდგება ჟოზე საქმეს ყოველდღიურად. მისი მიზანდასახულობა, ქარიზმა და შრომისმოყვარეობა გამაოცებელია.”
“სამწუხაროა, რომ მოურინიოს მწვრთნელობის პირველ სეზონშივე ჩემპიონთა ლიგაზე არ გამოვდივართ. ამ კლუბში სწორედ იმიტომ გადმოვედი, რომ ნახსენებ ტურნირზე მეთამაშა. ასევე, კიდევ ერთი მთავარი მიზეზი სერ ალექსის აქ ყოფნა იყო.”
“ბევრი ტიტულების მოგება მინდოდა. ვფიქრობ, ეს მოვახერხე, თუმცა აგაჩერებას არ ვაპირებ.”
“როცა გუნდში მოვედი, აქ ნევილი და სქოულზი დამხვდნენ, რომლებსაც 4-ჯერ ჰქონდათ პრემიერ ლიგა მოგებული. ვფიქრობდი, ეს ხომ სიგიჟეა-მეთქი. ახლა კი, უკვე პრემიერ ლიგის 5 თასი დავისაკუთრე. ეს ფაქტი ძალიან ამაყს მხდის.”
“მუშაობას ვაგრძელებთ და გვინდა, რაც შეიძლება მეტი მოვიგოთ და გულშემატკივარი გავახაროთ,” – აცხადებს 31 წლის ინგლისელი.