“ლივერპულმა” და “ჩელსიმ” ქულები გაიყვეს (ვიდეო)
ინგლისის პრემიერლიგის 23-ე ტურის ცენტრალური მატცი “ენფილდზე” გაიამრთა, სადაც “ლივერპულმა” გათამაშების ერთიპიორვნული ლიდერი ლონდონის “ჩელსი” მიიღო.
ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. შეხვედრის 24-ე წუთზე ლონდონელები დავიდ ლუისმა ბრწყინვალედ შესრულებული საჯარიმო დარტყმით დააწინაურა. მერსისაიდელებმა წონასწორობა 57-ე წუთზე ჟორჟინიო ვეინალდუმის გოლის წყალობით აღადგინეს. სტუმრებს 76-ე წუთზე მეორედ დაწინაურების კარგი შანსი მიეცათ, მაგრამ დიეგო კოსტას პენალტი სიმონ მინიოლემ აუღო. საბოლოო ჯამში, მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
“ჩელსი” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილს 56 ქულით ლიდერობს, “ლივერპულს” 46 ქულით მეოთხე პოზიცია უკავია.
ინგლისის პრემიერლიგა
23-ე ტური
“ლივერპული” — “ჩელსი” 1:1 (0:1)
გოლები: ვეინალდუმი 57′ — დავიდ ლუისი 24′.
გაფუჭებული პენალტი: დიეგო კოსტა 76′ (მეკარე).