ფრანკ ლებეფი – მსოფლიოს ჩემპიონი ჰოლივუდში
1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი საფრანგეთის ნაკრებმა მოიგო. მაშინ გუნდის ერთ-ერთი წევრი ფრანკ ლებეფი იყო. ლებეფი ამპლუით მცველი გახლდათ და მას, ძირითადად, სათადარიგოთა სკამზე ყოფნა უწევდა. მიუხედავად ამისა, მან მუნდიალის ფინალში, ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ მაინც ითამაშა, რადგან ლორან ბლანს დისკვალიფიკაცია ჰქონდა.
ლებეფმა ხუთი წელი ლონდონის “ჩელსიში” გაატარა, რის შემდეგაც მშობლიურ მარსელში, “ოლიმპიკს” მიაშურა. ფრანგმა ფეხბურთელმა კარიერის ბოლო წლებში ორ ყატარულ კლუბში გაატარა.
ლებეფს მსახიობობა ძალიან იტაცებდა, ამის გამო ის საცხოვრებლად ლოს ანჯელესში გადავიდა. აღსანიშნავია, რომ მან იქ სამოყვარულო კლუბ “ჰოლივუდ იუნაიტედში” ვინი ჯონსთან ერთადაც ითამაშა.
რაც შეეხება სამსახიობო კარიერას, ის რამდენიმე ფილმში გადაიღეს. მაგალითად, სტივენ ჰოკინგის ბიოგრაფიულ ფილმში ლებეფი შვეიცარიელი ექიმის როლს ასრულებს.
ფრანკ ლებეფის ტიტულები
“ჩელსი”
ინგლისის ასოციაციის თასი: 1997, 2000
უეფას თასების თასი: 1998
უეფას სუპერთასი: 2000
საფრანგეთის ნაკრები
მსოფლიოს ჩემპიონატი: 1998
ევროპის ჩემპიონატი: 2000
კონფედერაციის თასი: 2001