“სიტიმ” “ვესტ ჰემი” გაანადგურა, გაბრიელ ჟეზუსმა გაიბრწყინა (ვიდეო)
ინგლისური პრემიერ ლიგის 23-ე ტურის მატჩში “მანჩესტერ სიტიმ” შესაძლებლობა სატურნირო ცხრილის ლიდერებს დაწეოდა საკმაოდ კარგად გამოიყენა. “ქალაქელებმა” გასვლაზე “ვესტ ჰემი” გაანადგურეს.
აღსანიშნავია, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად პეპ გვარდიოლას გუნდის ახალწვეული, გაბრიელ ჟეზუსი დასახელდა, რომელმაც გოლთან ერთად საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში.
შედეგად, “სიტი” 46 ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს და 10 ქულით ჩამორჩება ლიდერ “ჩელსის”. “ჩაქუჩები” კი 28 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფებიან. “სიტი” მომდევნო ტურში “სუონსის” უმასპინძლებს, “ვესტ ჰემი” -“წმინდანებს” ეწვევა.
“ვესტ ჰემ იუნაიტედი”: რენდოლფი; ქრესველი, რაიდი, ფონტე, ბირამი; ნოუბლი, ობიანგი (სნოდგრასი 64′); ანტონიო, ლანცინი, ფეგული; ენდი ქეროლი (ფლეტჩერი 80′)
მთავარი მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი
“მანჩესტერ სიტი”: კაბალიერო; ბაქარი სანია, ოტამენდი, სტოუნზი, კოლაროვი; ტურე; სტერლინგი (აგუერო 73′), დე ბრუინი (ფერნანდინიო 69′), სილვა, ლეროი სანე; გაბრიელ ჟეზუსი
მთავარი მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა