ერერა: “მანჩესტერ იუნაიტედი” ინგლისის საუკეთესო გუნდია”
“მანჩესტერ იუნაიტედი” 23 ტურის შემდეგ პრემიერ ლიგაში მე-6 ადგილს იკავებს. მიუხედავად სეზონის ცუდი სტარტისა, მოურინიოს შეგირდებმა ახლა რამდენიმე მატჩი მოიგეს და მნიშვნელოვნად აიწიეს ცხრილში წინ.
“წითელი ეშმაკების” წევრმა, ანდერ ერერამ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ იგი ინგლისის საუკეთესო გუნდში თამაშობს.
“უბრალოდ, ვცდილობ, რომ “მანჩესტერის” მაისურით ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯო. მინდა, გუნდისთვის შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინიო და მას წარმატების მიღწევაში დავეხმარო.”
“არ მაინტერესებს სხვა კლუბების ინტერესი. ყველაზე ძლიერ გუნდში ვთამაშობ. აქ ძალიან ბედნიერი ვარ. “მანჩესტერში” ყველაფერია, რაც განვითარებასა და მაღალი მწვერვალების დაპყრობაში დამეხმარება.”
“იმედია, მიმდინარე სეზონში კრიზისში აღარ აღმოვჩნდებით და, მხოლოდ და მხოლოდ, წინ ვივლით,” – აცხადებს ნახევარმცველი.