რაფა ბენიტესმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა
მადრიდის “რეალის” ყოფილი თავკაცი, რაფაელ ბენიტესი აცხადებს, რომ ინგლისის რიგით მეორე დივიზიონში მოთამაშე “ნიუკასლის” დამრიგებლის სტატუსით კმაყოფილია და უახლოეს მომავალში კლუბიდან წასვლას არ აპირებს.
“ვნახე, რასაც ბოლო დროს პრესა ჩემს შესახებ წერს. შემდეგ დღეს კი განვაცხადე, რომ ყველაფერი ძალიან მარტივად იყო.
სატრანსფერო ფანჯარაზე ჩვენი საქმეები დავასრულეთ, კარგი გუნდი გვყავს, რომლის შესაძლებლობებშიც დარწმუნებული ვარ.
კლუბს არ დავტოვებ, არ მინდა წავიდე, რადგანაც აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ.
მზად ვარ ვიბრძოლო, ვიბრძოლო სამი ქულისთვის და სეზონის ბოლოს პრემიერ ლიგის საგზურისთვისაც. ყველაფერი ძალიან მარტივი და ნათელია.”