მადრიდის “რეალი” ახალი რეკორდის დამყარებასთან ახლოსაა
“ბლანკოსი” ახალი რეკორდის დამყარებასთან ძალიან ახლოსაა.
ზიდანის შეგირდებმა ზედიზედ 39 შეხვედრაში მოახერხეს გოლის გატანა. კლუბის რეკორდი კი, ამ მხრივ, 41 თამაშს უდრის. პრიმერა დივიზიონის 21-ე და 22-ე ტურებში “რეალი”, შესაბამისად, “სელტასა” და “ოსასუნას” დაუპირისპირდება. თუ ამ თამაშებში “თეთრები” მეტოქეებისს კარებს მშარალად არ დატოვებენ. თავიანთ რეკორდს გაიმეორებენ.
42-ე დაპირისპირება 15 თებერვალს “ნაპოლისთანაა”. ეს მატჩი სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება. თუ მადრიდელები აქაც მოახერხებენ გოლის გატანას, ისინი ახალ რეკორდს დაამყარებენ.
აქვე ვთქვათ ამ საკითხთან დაკავშირებული ორი საინტერესო ფაქტი. პირველი ისაა, რომ “რეალს” შარშანდელ სეზონში “მანჩესტერ სიტისთან” ნათამაშები ფრის შემდეგ, აღარ დაუტოვებია მეტოქის კარი მშრალად. ასევე, “ბლანკოსი” არის მიმდინარე სეზონში ერთადერთი გუნდი, რომელმაც ყველა (34) თამაშში მაოხერხა გოლის გატანა.