ზიდანი: “მინდა, რომ პეპე გუნდში დარჩეს”
კლეპერ პეპემ მიმდინარე სეზონში რამდენიე ტრავმა მიიღო და დიდი ხანიც გაუცდა. იგი ძირითად შემადგენლობაში თითქმის ვეღარ ხვდება. პორტუგალიელის ადგილი რაფაელ ვარანს აქვს დაკავებული. ბევრი ხმა გავრცელდა იმის შესახებ, რომ პეპე მომამავლ ზაფხულში გუნდიდან წავა.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა გამოცდილ მცველზე ისაუბრა.
“ის შესანიშნავი ფეხბურთელია. ამ სეზონში პეპე ბევრჯერ დაზიანდა. საბედნიეროდ, ახლა იგი ლაზარეთიდან დაგვიბრუნდა. კლეპერი ნაბიჯ ნაბიჯ ეცდება, რომ კარგ ფორმაში შევიდეს და ისე დაგვეხმაროს, როგორც ამას ადრე აკეთებდა.”
“გულწრფელად გეტყვით, ივნისამდე არ გვეცოდნიება, როგორ გადაწყდება პორტუგალიელის გუნდიდან წასვლა-არწასვლის საკითხი.”
“რა თქმა უნდა, მინდა, რომ ის გუნდშ დარჩეს. პეპემ ბევრჯერ დაგვიმტკიცა, რა დონის ფეხბურთელია,” – აცხადებს “ზიზუ”.