დარიო სრნა: “მოდრიჩი მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველია!”
ხორვატიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და კაპიტანმა, დარიო სრნამ, ესპანურ Marca-სთან საუბარში, მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველად მისი თანამემამულე, ლუკა მოდრიჩი დაასახელა.
“ლუკა ფანტასტიური მოთამაშეა. მას მსოლფიოს ყველაზე კარგ ნახევარმცველად მიივიჩნევ.”
“მოდრიჩს აქვს ის თვისებები, რასაც ნებისმიერი მისი პოზიციის ფეხბურთელი ინატრებდა.”
სრნას მადრიდის “რეალის” მეორე ხორვატ სპორტსმენზე, მატეო კოვაჩიჩზეც დაუსვეს კითხვა.
“დარწმუნებული ვარ, რომ მატეო აუცილებლად გამოავლენს დიდ ტალანტს. მისი თამაშის ყურებას აღფრთოვანებაში მოვყავარ. მიუხედავად იმისა, რომ ის სხვა მოთამაშეების მსგავსად გაიზარდა ხორვატიაში, ჯერ მაინც ვერ ხვდება, რა ნიჭის მფლობელია. ვიცი, რომ იგი ამას მალე გაანალიზებს და გაცილებით მაღალ დონეზე დაიწყებს თამაშს. ვფიქრობ, კოვაჩიჩს დრო სჭირდება. ის, მხოლოდ და მხოლოდ, სამი წელია, რაც ზაგრების “დინამოდან” წამოვიდა და ამ მოკლე ხანში ორ გრანდში მოუწია თამაში,” – აცხადებს ხორვატი.