“ატლეტიკოს” პრეზიდენტი: “აგუერო ერთადერთია, რომელიც “ატლეტიკოდან” წავიდა, როგორც სულელი”
მადრიდის “ატლეტიკოს” პრეზიდენტმა ენრიკე სერესომ გუნდის ყოფილი თავდამსხმელი სერხიო აგუერო მკაცრად გააკრიტიკა.
“აგუერო ერთადერთია, რომელმაც “ატლეტიკო” ცუდად დატოვა. სერხიო ჩვენთან გმირად მოვიდა და წავიდა, როგორც სულელი, “საიდუმლო კარით”. ძალიან ცუდად დაგვტოვა”, – განაცხადა სერესომ რადიო COPE-ს ეთერში.
შეგახსენებთ, რომ სერხიო აგუერომ “ატლეტიკოს” რიგებში ჩატარებულ 233 მატჩში 102 გოლი გაიტანა. არგენტინელი ფეხბურთელი მადრიდულ კლუბში “ინდეპენდიენტედან” 22 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. თავად “ატლეტიკოს” კი “მანჩესტერ სიტიმ” აგუეროს სანაცვლოდ 45 მილიონი შეაძლია, თუმცა ესპანური კლუბი 60 მილიონს ითხოვდა.