ბოატენგი: “კლოპი საუკეთესოა, ფეხბურთელები მისთვის თავსაც კი გასწირავენ”
კევინ პრინს-ბოატენგმა, რომელსაც იურგენ კლოპთან მუშაობის საშუალება 2009 წელს ჰქონდა, როდესაც “ტოტენჰემმა” ის “დორტმუნდში” გაანათხოვრა, მისი ყოფილი დამრიგებელი შეაქო.
“კლოპი საუკეთესოა, ეს საკმაოდ ადვილად შესამჩნევი რამ არის. მან იცის, თუ როგორ მოეპყრას ფეხბურთელებს, როგორ შეუქმნას მათ კომფორტი. ჰკითხეთ ფეხბურთელებს და ისინი გეტყვიან: “ის საუკეთესოა, მისთვის თავსაც გავწირავ”.
მან ზუსტად იცის, თუ რა სჭირდება თითოეულ ფეხბურთელს. “დორტმუნდშიც” იყვნენ ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც 6 თვეში მხოლოდ 5 წუთი უწევდათ თამაში, მაგრამ ისინი მაინც ბედნიერები იყვნენ – ბედნიერები იმით, რომ ვარჯიშისა და მუშაობის საშუალება ეძლეოდათ.
“ლივერპულში” ყველაფერი ბრწყინვალედ არის, ხალხს ის უყვარს. პარიზში რომ წასულიყო, ეს საუკეთესო ნაბიჯი იქნებოდა, განსხვავებული ტიპის გზავნილი. მაგრამ მან უკეთ იცის.
იქ რომ დავრჩენილიყავი, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვითამაშებდი, ლიგასა და თასსაც მოვიგებდი. მაგრამ ასე არ მოხდა. ისეთი კარიერა მაქვს, რომელზეც ბევრი ოცნებობს. ბედნიერი ვარ, მაგრამ ვიცი, რომ უკეთაც შეიძლებოდა.”