ჰარი კეინი: “ზოგს მხოლოდ ფული ადარდებს, მე ასეთი არ ვარ”
ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა დამრტყმელმა ძალამ, ჰარი კეინმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ “უაით ჰართ ლეინზე” თავს ბედნიერად გრძნობს და კლუბის დატოვებას არ აპირებს.
23 წლის ინგლისელმა talkSport-თან საუბრისას განაცხადა: “ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის წარმატებაა.
საკმაოდ ახალგაზრდული გუნდი გვყავს, ფანტასტიკური მწვრთნელი და ახალი ბაზა. სტადიონის მშენებლობა კი ორ წელიწადში დასრულდება.
ყველაფერი წინ მიდის და სანამ ეს პროცესი გრძელდება, კლუბის დატოვების სურვილი ნამდვილად არ გამიჩნდება.
ზოგი მხოლოდ ფულისთვის თამაშობს – მე ასეთი არ ვარ. ჩემი მიზანი ტიტულების მოგებაა. დიახ, “ტოტენჰემში” ბედნიერი ვარ.”