მუსტაფი: “არსენალი” პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლას გააგრძელებს”
ლონდონის “არსენალმა” პრემიერ ლიგის 23-ე და 24-ე ტურის შეხვედრები წააგო და მეოთხე ადგილზე ჩამოქვეითდა. მიუხედავად ამისა, გუნდის მცველი, შკოდრან მუსტაფი თვლის, რომ მათ ინგლისის ჩემპიონატის მოგების რეალური აქვთ.
“თუ ჩემპიონობისთვის ბრძოლა გვინდა. ახლა გაცილებით დიდი ბარიერების გადალახვა მოგვიწევს. თუმცა, მე მორწმუნე ვარ და მჯერა, რომ ტიტულის მოპოვების კარგი შანსი გვაქვს. დანებებას არ ვაპირებ.”
“ბოლო ტურამდე ცდას არ დავაკლებთ. მერე კი დავინახავთ, რამდენად კარგები და იღბლიანები აღმოვჩნდებით.”
“ბოლო ორი მატჩიდან, პირველში, “უოტფორდთან” გვიან გამოვიღვიძეთ და ორი უაზრო ბურთი გავუშვით. ასევე იმედგაცრუებული ვარ “ჩელსისთან” გამართულიდაპირისპირებით. ეს სრულიად განსხვავებული თამაში იყო, რომელშიდან ისე არ დავიხარჯეთ, როგორც იყო საჭირო,” – განაცხადა გერმანელმა.