ანდერ ერერა: “მანჩესტერს” კარგი პერიოდი უდგას”
“მანჩესტერ იუნაიტედს” პრემიერ ლიგაში 23 ოქტომბრის შემდეგ არ წაუგია. სეზონის ცუდი სტარტის მიუხედავად, “წითელმა ეშმაკებმა” სწორედ ოქტომბრის მიწურულიდან დაიწყეს ქულების მნიშვნელოვანი რაოდენობის დაგროვება და ახლა მეექვსე ადგილზე იმყოფებიან. თუმცა, მეორეადგილოსან “ტოტენჰემს”, მხოლოდ და მხოლოდ, 5 ქულით ჩამორჩებიან.
მანჩესტერელთა ესპანელმა ნახევარმცველმა, ანდერ ერერამ გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დიდი მონდომებითა და შრომით, როგორც იქნა, გუნდს კარგი პეროდიც დაუდგა.
“ძალიან დაძაბული იქნება პირველი ექვსი კლუბისა და, ასევე, “ევერტონის” ბრძოლა ოთხეულში მოსახვედრად. მერსესაიდელებსაც შესანიშნავი გუნდი ჰყავთ და მათაც გაჩნიათ რეალური შანსი.”
“ყველას უნდა, რომ საუკეთესო ოთხ კლუბს შორის იყოს. ამჟამად ჩვენ იქ არ ვართ, თუმცა წინ ბევრი თამაშია. ვფიქრობ, ახლა ძალიან კარგი მდგომარეობა გვაქვს. ვაგროვებთ ქულებს და თამაშის ხარისხსაც ნელ-ნელა ვაუმჯობესებთ. იმედია, სეზონის ბოლომდე სასურველ მიზანს მივაღწევთ.”
ერერამ მისი ინდივიდუალური გამოსვლაც შეაფასა.
“ნებისმიერ ფეხბურთელს უნდა, რომ გაიტანოს და, პირველ რიგში, ამით გუნდს დაეხმაროს. მახსოვს პირველი სეზონი, როცა კარში რვაჯერ დავარტყი და რვა გოლი გავიტანე.”
“ეს ფეხბურთია, ზოგჯერ ბურთი მიზანში ხვდება, ზოგჯერ – ვერა. ვაგრძელებ შრომას, განვითარებასა და გუნდსითვის სარგებელის მოტანას. მცდელობას არ დავაკლებ,” – აცხადებს 27 წლის ფეხბურთელი.