კუმანი: “ლუკაკუ უნდა დავარწმუნოთ, რომ მისთვის სასურველი მიზნებისთვის შეგვიძლია ბრძოლა”
რომელუ ლუკაუ შესანიშნავ ფორმაშია. ბელგიელმა პრემიერ ლიგის უკანსკნელ, 24-ე ტურში “ბორნმუთის” წინააღმდეგ პოკერი შეასრულა. მთლიანობაში კი, 23 წლის ფეხბურთელს ინგლისის ჩემპიონატში 16 გოლი აქვს გატანილი.
ლუკაკუ “ევერტონის” უდაო ლიდერია. მას კლუბთან კონტრაქტი 2019 წელს ეწურება და იგი ახალი ხელშეკრულების დადებას არ ჩქარობს.
მერსესაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა ჟურნალისტებთან ბელგიელზე ისაუბრა.
“თუ კლუბი ვითარდება და წარმატებებს აღწევს, კარგ ფეხბურთელებს უჩნდებათ სურვილი, რომ დარჩნენ და გუნდთან ერთად რეალური, დიდი მიზნებისთვის იბრძოლონ.”
“ჩვენც მას უნდა დავუმტკიცოთ, რომ უახლოეს მომავალში დიდი წარმატების მიღწევა შეგვიძლია.”
“ლუკაკუსთან ამ სეზონში ორჯერ ვისაუბრე. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ შეხვედრა იყო. მე ვეცადე, რომ მაქსიმალურად დეტალურად ამეხსნა გუნდის ამბიციები. მანაც მშვენივრად გამიგო.”
“ბელგიელის საკითხზე ხელმძღვანელობასთან არ მისაუბრია. თუმცა, თუ მისი აგენტი იტყვის, რომ რომელუმ გახანგრძლივება გადაწყვიტა, დარწმუნებული ვარ, ეს ყველასთვის გასახარი და მისასალმებელი ამბავი იქნება,” – აცხადებს ჰოლანდიელი სპეციალისტი.