ვენგერს მაინც სჯერა: “პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლა არ დასრულებულა”
ლონდონის “არსენალმა” პრემიერ ლიგაში ბოლო ორი შეხვერდა წააგო და მეოთხე ადგილზე ჩამოქვეითდა. იგი პირველადგილოსან “ჩელსის”, 24 ტურის შემდეგ, 12 ქულით ჩამორჩება.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, “მეთოფეთა” თავკაცი, არსენ ვენგერი ინგლისის ჩემპიონატის მოგების იმედს არ კარგავს.
“ტიტიულისთვის ბრძოლა არასდროს მთავრდება. თუ თქვენ (მედია, ავტ.) ასე ფიქრობთ, ჩემი ფეხბურთელები და მე სხვაგვარად მივიჩნევთ.”
“მოწინავე პოზიციებზე მყოფი გუნდები ერთ კომპაქტურ პაკეტში ვართ მოთავსებული და აქ ნებისმიერი ადგილისთვის ბრძოლაა შესაძლებელი.”
“ჩელსის” აქვს უპირატესობა: ისინი არ თამაშობენ ჩემპიონთა ლიგაზე, საერთოდ არაფრისთვის იბრძვიან, გარდა – პრემიერ ლიგის ტიტულისა. კონტეს შეგირდები არ ატარებენ შეხვედრებს შუა კვირაში, რაც მათ უფრო ძლიერს და დაუღალავს ხდის.”
“ჩვენთვის მთავრია, რომ თითოეულ თამაშზე მაქსიმალური კონცენტრაცია მოვახდინოთ და ბოლომდე დავიხარჯოთ. შედეგიც მოვა,” – აცხადებს ვენგერი.