“მანჩესტერ იუნაიტედმა” პრემიერ ლიგაში რეკორდი დაამყარა
11 თებერვალს, ინგლისის პრემიერ ლიგის 25-ე ტურში “მანჩესტერ იუნაიტედმა” საკუთარ მოედანზე “უიტფორდი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ამ მოგებით “იუნაიტედმა” ინგლისის ჩემპიონატში რეკორდი დაამყარა. “მანჩესტერ იუნაიტედი” პრემიერ ლიგაში პირველი კლუბი გახდა, რომელმაც 2000 ქულის მოპოვება შეძლო.
შეგახსენებთ, რომ მოურინიოს გუნდი, ამჟამად, ცხრილში მე-6 ადგილს იკავებს.