მერებაშვილმა პლოცკის “ვისლასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა
გიორგი მერებაშვილმა პლოცკის “ვისლასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. ამის შესახებ პოლონური გუნდის ოფიციალური გვერდი იტყობინება.
30 წლის ქართველი “ვისლაში” 2018 წლის ზაფხულამდე დარჩება. ხელშეკრულების სხვა დეტალები არაა საჯარო.
აქვე შეგახსენებთ, რომ მერებაშვილი პოლონურ კლუბში გასულ ზაფხულში მივიდა და ექსტრაკლასაში 17 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა.