“არსენალის” ანტირეკორდი
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ლონდონის “არსენალი” მიუნხენში ადგილობრივ “ბაიერნთან” ანგარიშით 1:5 განადგურდა.
“არსენალი” გახდა პირველი ინგლისური გუნდი, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 200 გოლი გაუშვა. გარდა ამისა, “მეთოფეებმა” ჩემპიონთა ლიგის მატჩში პირველად გაუშვეს სამი გოლი ათ წუთში (გუნდმა გოლები 53-ე, 56-ე და 63-ე წუთებზე გაუშვა).
წყვილის განმეორებითი მატჩი ლონდონში, 7 მარტს გაიმართება.